ფორუმი
August 28, 2014, 03:07:04 PM *
გამარჯობათ, სტუმარო. გთხოვთ შემოხვიდეთ ან დარეგისტრირდეთ.
Did you miss your activation email?

შესვლა პაროლით, სახელით და სესიის ხანგრძლივობით
სიახლე:
 
   Iveria.org.ge   ძებნა შესვლა რეგისტრაცია  
გვერდები: 1 [2] 3 4
  დაბეჭდვა  
ავტორი თემა: დირბის დედათა მონასტერი  (წაკითხვების 9179 რაოდენობა)
ეგზორცისტი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 1338


ინოელ


« პასუხი #15 ჩართულია: February 15, 2010, 08:45:34 PM »

დიდი არაფერი გამოცდილება არ გქონია...
გეგონოს !!! Smiley))))))))))))))))))
რატო უნდა მეგონოს, როცა დარწმუნებული ვარ... ; D

კაიი, ,,მოწინააღმდეგეს" სუსტი რომ ჰგონიხარ ეს არ არის ცუდი...
მე რომ ეხლა მოწინააღმდეგედ აღმიქვამ ეგ შენი ფსიქოლოგიური სისუსტეა, მარა არაუშავს...

მართლა მაგარი ფოტოებია რა... დადე კიდე ბევრი... ესენი ყველამ უნდა ნახოს... ერთი ახლობელი მყავს, ისიც მაგარ სურათებს იღებს, მოგზაურობს სხვადასხვა კუთხეებში, იღებს სურათებს და ინახავს მერე... ზოგს მეც არ მაძლევს ხოლმე, ეშინია გაბაზრების, არადა ესეთი ფოტოებით შეიძლება ადამიანი მოაქციო, არამცთუ მას სილამაზე შეაგრძნებინო...
შესული
ეგზორცისტი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 1338


ინოელ


« პასუხი #16 ჩართულია: February 15, 2010, 08:46:56 PM »

შეგვინდოს ქრისტემ... წავედი მე, იმუშავე მშვიდად, აბა მშვიდი ძილი ყველას... დაგლოცოთ ქრისტემ...
შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #17 ჩართულია: February 15, 2010, 09:00:40 PM »


დირბი, თბილისიდან სულ 80 კმ-ია.

დაარესებულის მეფე ლეონის მიერ,
ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.


პრალელები .... )))))))))))

ეს მონასტერი საქართველოს გააერთიანებს ...





ფრონის ხეობა, დირბის მონასრიდან
შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #18 ჩართულია: February 15, 2010, 09:09:38 PM »



-------------------------------
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2742&postdays=0&postorder=asc&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2301
------------------------------------

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=60


მერე დავალაგებ
« ბოლო შესწორება: February 15, 2010, 09:19:59 PM თერალ ი » შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #19 ჩართულია: February 15, 2010, 09:34:18 PM »

მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:


[size=14]დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი [/size] - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში .

მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".

ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია.
იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.



ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.


ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.

ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.





დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.
აი ეს ფრესკაც


მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
იგივე ფრესკა სხვა რაკურსით


აი სხვა ფრესკებიც:


წმ. გიორგი


”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო"
კანკელი:                                                                                                    მეორე კანკელი:


ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი


ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე

კოსმოსიდან



შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #20 ჩართულია: February 15, 2010, 09:36:09 PM »

[quote name='თერალ ი' date='Jan 28 2010, 02:10 PM' post='586003']
ეხლა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები,
ხარისხინები არაა მაგრამ, ფრესკების განლაგებას თვით ტაძარში შედარებით უფრო ნათლად გადმოცემენ

ტაძარში რომ შედიხარ, ეგრევე ხედავ ძირითადი ნავის, ჩრდილოეთ კედელზე მარცხენა უკიდურეს მხარეს,
წმ. გიორგის ხატით, რომელიც მახვილით დიოკლიტიანეს  გნგმირავს


ხედი ტაძარში შესვლისას, მარჯვნივ, კანკელებისაკენ


ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის ძირთან


ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის პირდაპირ


ძირითადი ნავის ჩრდილოეთ კედელი,
ნელ-ნელა გადავდივარ მარცხნიდან მარჯვნივ,



კადრში გამოჩნდა, ძირითადი ნავის ჭერის ფრესკები, კანკელის მხარეს


მოვტრიალდი 90 გრადუსით, საკურთხევლის ჭერის ფრესკები



მთავარი კანკელი



დასავლეთ კედელი


ვდგავარ ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, პირით ტაძრის შემოსასვლელი კარებისაკენ, ანუ სამხრეთისაკენ

ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდით კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.













[/quote]
შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #21 ჩართულია: February 15, 2010, 09:40:48 PM »

ესეც დირბის დედათა მონასტერი




შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #22 ჩართულია: February 15, 2010, 09:42:14 PM »

ბატონი ჯუმბერის ეზო, სოფელი დირბი


შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #23 ჩართულია: February 15, 2010, 09:46:52 PM »

სოფელ დირბის წმინდა გიორგის ეკლესია (ქარელის რაიონი)










შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #24 ჩართულია: February 15, 2010, 09:48:40 PM »

ვაგრძელებ დირბის მონასტერზე მოძიებული მასალების თავმოყრას

წყარო
http://church.ge/index.php?showtopic=906&st=0

ყველაზე საიტერესო ფოსტები:

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=0#
[quote name='Karo' date='Feb 9 2007, 08:34 PM' post='48794']
მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...


მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ...
[/quote]



http://church.ge/index.php?showtopic=906&st=20#
[quote name='მარიამი' date='Feb 11 2007, 06:40 PM' post='49528']
ესეც დირბის მონასტრის ისტორია... და მგონი ეს თემა "ეკლესია, მონასტრებში" იქნება გადასატანი  :unsure:

დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შუაგულ ქართლში, ქარელიდან 15-იოდე კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბის განაპირას მდებარეობს. თავდაპირველად აქ X საუკუნეში აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, მას XIV ს-ის შემდგომ XV-XVI ს-ში ჩრდილოეთიდან, XVII ს-ში კი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე აფსიდებით დაბოლოებული მინაშენები მიადგეს, ხოლო დარბაზული ნაგებობის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ღიობი გაჭრეს, რის შემდეგაც ეკლესიამ სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცე მიიღო.
ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია, მის სამხრეთით აგურით ნაგები სამრეკლო და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსს კირდუღაბით ნაგები, აწ დანგრეული გალავანი ზღუდავდა.
სოფ. დირბი, თავისი მონასტრით საისტორიო საბუთებში მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან ფიგურირებს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დვანის წყლის (იგივე აღმოსავლეთი ფრონე) „დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იჱრუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იჱრუსალემს“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა; მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. დირბის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზზე დაყრდნობით ნ. ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის საფლავის მეტოქი, შესაძლოა, უკვე XIV საუკუნეშივე ყოფილიყო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ I (1556-1600 წწ.) შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესგან-დარეჯანის 1588 წელს გაცემული საბუთი. ნ. ხუციშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი, შეწირულების დრო კი 1556-1588 წლებითაა შემოსაზღვრული.
ვფიქრობ, რომ დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის გაფართოების ერთი დიდი ეტაპი სწორედ ამ პერიოდში მოხდა: მარტივ დარბაზულ ეკლესიას (რომელსაც, შესაძლებელია, უკვე ჰქონდა მოკლე ჩრდილოეთი მინაშენი) ჩრდილოეთიდან მიაშენეს დაბალი მკლავი, რომლის თავზე მეორე სართული - სამალავიც მოეწყო, ცენტრალური დარბაზის სივრცე კი ჩრდილოეთით დაბალი თაღებით გაიხსნა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა XIV საუკუნის შუა ხანების კედლის მხატვრობა. ამრიგად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დირბის ეკლესია ორქანობა სახურავით გადახურულ ორნავიან ნაგებობად გადაკეთდა.
როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684 წ.) 1650 წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულება. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საფიქრებელია, დედოფალ მარიამის შეწევნით, ჩატარდა დიდი სამშენებლო საქმიანობა დირბის მონასტერში: ეკლესიას სამხრეთის მხრიდან აგურით ნაგები ნავი მიუშენდა და, სათანადოდ, ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელში ორი მაღალი თაღი გაიხსნა, რის შედეგადაც ეკლესია სამნავიან ნაგებობად გარდაიქმნა; დროთა ვითარებით დაზიანებული XIV საუკუნის ქვის კანკელის ნაცვლად ამავე დროს ააგეს აგურის იკონოსტასისებრი კანკელი, რომელიც მაშინვე მოიხატა კიდეც; ისრული თაღით შეიმკო ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი ღიობი, ხოლო თაღის თავზე წითელი საღებავით ღმრთისმშობლის ცხრასტრიქონიანი სადიდებელი დაიწერა, და ბოლოს, ამ დროსვე უნდა აეშენებინათ ფანჩატურით დასრულებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში ეკლესიასთან მისასვლელი კარიბჭე გაიმართა. ქართლის დედოფალ მარიამის მიერ იყო დაფინანსებული დირბის სიახლოვეს სოფელ არადეთის წმ. საბა განწმენდილის სახელობის დარბაზული ეკლესიის (1666 წ.) მშენებლობაც და „ძირითურთ აღმოფხვრილი“ ურბნისის ტაძრის (1668 წ.) აღდგენაც. ეს უკანასკნელი, დირბის XVII საუკუნის სამშენებლო ფენის დარად, აგურითაა განახლებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დედოფალი მარიამი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის XVII საუკუნის ორმოციან წლებში ტაძრის კედელზეც გამოსახეს და ჯვარისმამა ნიკიფორემ, რომელიც ჯვრის მონატერს წინამძღვრობდა 1643-1649 წლებში, მისთვის კარგაღებული აღაპიც დააწესა, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედოფლისვე სახსრებით ჩატარებულიყო ჯვრის მონასტრის მეტოქი დირბის მონასტრის აღდგენა-მშენებლობაც, რაც შეწირულების წიგნის გაცემის მომდევნო ხანაში, ალბათ, XVII საუკუნის სამოციან, უფრო სამოცდაათიან წლებში (საფიქრებელია, ურბნისის აღდგენის შემდეგ) უნდა მომხდარიყო.
1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.
XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისაგან მხოლოდ მარანიღაა შემორჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, „ქრისტეს საფლავის წინამძღვართა“ ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. ნ. ხუციშვილის აზრით, XIV-XV საუკუნეებში დოღლაძეების სამფლობელო ადგილად შეიძლება მდ. ფრონის ხეობის ნაწილი (ღვერთეთი, ტახტიძირი, დირბი) დასახელდეს. როგორც ჩანს, ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მდ. მტკვრისა და მდ. ფცის (დასავლეთი ფრონე) შესართავთან ლოკალიზდება. ამ ავტორისავე განმარტებით, XIV-XV საუვუნეებში აღნიშნული ტერიტორია არ შედის არც ერთ სხვა სამფლობელოში, რაც იმის დასტურია, რომ იქაურობას დოღლაძეები პატრონობდნენ. სვიმონ I-ის მიერ იერუსალიმისთვის დირბის გადაცემა კი უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ დოღლაძეთა ფეოდალური სახლი XVI საუკუნეში უკვე ნამდვილად აღარ ფლობდა ამ ადგილს.
დირბის ღმრთისმშობლის სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ საისტორიო წყაროებში აქამდე უცნობი იყო ლეონ მეფის დანიშნული ქართლის ერისთავის სახელი. კვლევით დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენიებული იოანე ერისთავი, შესაძლებელია, საქართველოს გაერთიანების მესაძირკვლესთან, ერისთავ იოანე მარუშისძესთან გავაიგივოთ. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს, რომელიც სასულიერო პირი კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა და, შეიძლება, ამ მხრივ იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ, რაც იმ შესაძლებლობებით, რაც ოთინისძეს გააჩნდა, მშენებლობის საკმაოდ მაღალ ტემპზე მიგვანიშნებს.
დირბის ეკლესია ხუროთმოძღვრული ფორმებითა და დეკორით შიდა ქართლის ამ ეპოქის (X ს.) ტიპიურ ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ხალხის წრიდან გამოსული ნახევრადპროფესიონალი ოსტატების ნახელავი, გულდასმით აგებული სოფლის ეკლესია, რომლის მსგავს ნაგებობებს მრავლად ვხვდებით ამ რეგიონში. დირბის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ზედა მხარეს, უმაღლესი საერო ხელისუფლის - აფხაზთა მეფის ლეონისა და მისი ძმის დემეტრეს რელიეფური გამოსახულებებია განთავსებული.
[/quote]

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=0#
[quote name='მარიამი' date='Feb 9 2007, 09:04 PM' post='48830']
ახლახანს გამოიცა დიდი წიგნი დირბის დედათა მონასტერზე უამრავი ფერადი ილუსტრაციით, ისტორიით და ა.შ.

მაგ ფრესკას სახელად უწერია: "იოსების ყვედრება"  . ალბათ ეს ის მომენტია, როცა იოსებმა ნახა, რომ ღვთისმშობელი ორსულად იყო და მისი ფარულად გაშვება უნდოდა.
[/quote]

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=20#
[quote name='მხევალი ნინო' date='Feb 12 2007, 12:42 PM' post='49763']
ორსული ღვთისმშობლის ხატი ისიც არის მე კიდევ სხვა ორიც ვიცი, ერთი, ფეხმძიმე ქალები ლოცულობენ მასზე, მთელი ტანით ჰყავს მაცხოვარი მუცელი გამოსახული და მეორე, წელამდეა მაცხოვარი გამოსახული. თუმცა ისეთი სასწაული, როგორიც ტქვენ გვაჩვენეთ არსად მინახია. აქ ზუსტად ფეხმძიმე ქალია გამოსახული, ჩვილის გარეშე. მართლაც კარგი რამეა.
[/quote]


http://church.ge/index.php?showtopic=906&st=40#
[quote name='მათველა' date='Nov 6 2007, 07:07 PM' post='203885']
....






ეს ფრეცკა, ღვთისმშობლის  .




კიდევ არის სურათები , თუ მოგინდათ..
[/quote]

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=40#
[quote name='IZAKUNA' date='Aug 26 2008, 10:04 PM' post='394453']
მე ვიცი ეს ხატი.და ვისაც ვაჩუქე(პ.ს მათ შვილი ძალიან უნდოდათ )სასწაული მოხდა და მალევე შეეძინათ შვილი.ულამაზესი ხატია და დიდი მადლიც აქვს
[/quote]

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=40#
[quote name='marine' date='Sep 17 2008, 05:00 PM' post='406974']
მეუფე იობმა თქვა, რომ თუ უშვილო ადამიანი მიდგომილი ღვთისმშობლის ფრესკის წინაშე ილოცებს, აუცილებლად შეეწევაო.
ჟურნალ "კარიბჭეში" ეწერა, რომ 5 წლის უშვილო წყვილს, რომლებმაც მოილოცეს დირბის ეს ტაძარი და  ფრესკასთან ილოცეს, შეეძინათ პატარა.
[/quote]


შემდეგი ფოსტი, გრამატიკულად და ორთოგრაფიულად არაა სწორი, მაგრამ ...
dodona - დოდონა კიზირიაა?

http://church.ge/index.php?showtopic=906&st=60#
[quote name='dodona' date='May 18 2009, 12:44 AM' post='500002']
მინდა გიტხრატ ,რომ დედაგვტისმსჰობლის ტცკალობიტ "მიდგომილი" ხატი სასტცაულებრივად  ცჰამოვაბრდზანე ამერიკასჰი და დაბრდზანდა ტცმიჰდა  ნინოს კარტულ ეკლესიასჰი  ნიუ-იორკსჰი. დაიჯერებტ? მე კიდევ არ მჯერა რომ ეს ბედნიერება მერგო ტცილად.ეს არის ფრესკის მე-სამე ასლი,რომელიტც უნდა ტცაბრდზანებულიკო დირბის დედატა მონასტერსჰი, სჰემტხვევიტ ვნახე ეს ხატი და ავენტე სურვილიტ,რომ ტცამებრდზანებია ამერიკასსჰი,მეორე დგეს მოვპრინავდი,და მოხდა სასტაული ხატმა ინება ცჰემტან ერტად ამერიკასი ცჰამობრდზანება!!!!!!!!!
[/quote]

შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #25 ჩართულია: February 15, 2010, 09:55:40 PM »

დირბი;  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი.



სანამ აქამდე მივედით, ეს გზა გავიარეთ : )





ტაძარიც გამოჩნდა გზის ბოლოს..







ესეც მევებია : )



ძააალიან შესცივდა მეგიის :* : )



ლილა და ნანანა : )



დავითი : )



მიშა, იისფერი : )



ეს საყვარელი ბავშვი, მომლოცველებთან ერთად იყო, მგონი : )



ტაძარი შიგნით ვერ გადავიღე.. დედაოს ნათქვამის მერე ვეღარ გავბედე : ) კი იყო გადასაღები, (თან ძალიან) მაგრამ..

სამაგიეროდ, ეზოში ვიღე და ვიღე : )) ძალიან ლამაზი ქვაფენილია.. საერთოდ, ლამაზი ფერის ქვებია გამოყენებული, კი შემაჩნევთ უჩემოდაც : )







დირბის ციხე



ესეც დირბის სამრეკლო





თერალის თხოვნით : )









მომწონს ფერებიი...





თამო იხვეწებოდა, საერთო სურათი გადავიღოთ აქაც ო (ეჰ, მეც მინდოდა, თამრი), მაგრამ ვინ გაღირსა? : (

ასე "გაათრია" რომელიღაცამ : )))



ასე წამოვედით დირბიდან : ) ისევ ის ტალახიანი გზა და თამუნა გაშლილი ხელებით : ))




შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #26 ჩართულია: February 15, 2010, 10:00:32 PM »



შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #27 ჩართულია: February 16, 2010, 06:14:41 AM »

უკაცრავად ხარისხისთვის - ,,კუბოი ღმრთისმშობლისაი"

ამაზე მოყევი რა რამე ...
შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #28 ჩართულია: February 16, 2010, 06:22:18 AM »

ძაან საინტერესოა

ჩემი ლოგიკით ღვთისმშობლის დაბადების ხატიც უნდა ყოფილიყო ...

მაგრამ ჩემი ლოგიკა არაა კანონიკურ აზროვნებაში გათვითცნობიერებული ...
« ბოლო შესწორება: February 16, 2010, 06:29:00 AM თერალ ი » შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #29 ჩართულია: February 16, 2010, 06:29:43 AM »

  ტაძრის მთელი მოხატულობა ეძღვნება დედაღმრთისმშობელს და აქ მისი დაბადებისა თუ ცხოვრების ყველა სცენაა  გამოსახული, მათ შორის ღმრთისმშობლის დაბადებისაც. არ ვიცი ამ ფრესკის ფოტო მაქვს თუ არა.

მოდი ამაზე უფრო დეტალურად
შესული
გვერდები: 1 [2] 3 4
  დაბეჭდვა  
 
გადახტომა:  

Powered by MySQL Powered by PHP Powered by SMF 1.1.2 | SMF © 2006-2007, Simple Machines LLC Valid XHTML 1.0! Valid CSS!